„მოსამართლეები და პროკურორები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ“

მოსამართლეები და პროკურორები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მოსამართლეებს და პროკურორებს სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტის კუთხით უფრო მეტი ცოდნა სჭირდებათ.
“მოსამართლეები და პროკურორები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ. მათ არ აკლიათ შიდა სამართლის ცოდნა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს მოსამართლეებს, მათ შორის და პირველ რიგში ალბათ, წინა ხელისუფლების დროს დანიშნულებს, მათ შორის პროკურორებს, უფრო მეტი ცოდნა ჭირდებათ მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტის კუთხით. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია არსებობდეს ქვეყანაში,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები