თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. “თელასის” ცნობით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ოქტომბერს, აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, კრწანისის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის და ღამბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11 :00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.