საქართველოს პრეზიდენტმა “ფორდჰემის ” უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტმა “ფორდჰემის ” უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

– თქვენ ხართ მომავალი იურისტები, იურისპრუდენციის მომავალი პროფესიონალები  და ის ხალხი, რომელიც მომავალში განსაზღვრავს კანონმდებლობის მომავალ ფორმებს.

თქვენ ისინი ხართ, ვინც ჩართულია სამართლებრივი საქმის წარმოების საკითხებში. მაგრამ, მე სულაც არ ვარ იურისტი. მე განათლება ფილოსოფიაში მაქვს მიღებული და ამჟამად, ჩართული ვარ პოლიტიკაში.

მე ვფიქრობ, არსებობს რაღაც საერთო და მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანს შორის, იმაში თუ რას ვაკეთებთ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ნაწილი  კანონის უზენაესობის კონცეფცია გახდა. და ნება მომეცით გითხრათ, რატომ.

იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკაში, ეს იქნება აშშ-ში, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ ადგილობრივ პოლიტიკაში და საკუთარი საზოგადოების შენების პოლიტიკაში, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში, აღმოჩნდა, რომ მთავარი კონცეფცია, რომელთან გამკლავებაც მე მომიწია, რომელმაც განსაზღვრა ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩემი კავშირები, ჩემი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეს კანონმდებლობა არ ყოფილა, არც მიღებული გადაწყვეტილებები, არც დაწერილი პრინციპები – ეს იყო პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების უნარი, დაიცვან წესები, რომლებიც დამყარებული და დაწერილია.

და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან, რასაც მე ვხედავ, არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიის შიდა პოლიტიკაში, ეს იქნება საქართველო, აშშ, თუ სხვა ქვეყანა, ეს არის ქვეყნის უნარი, გაიზარდოს და გახდეს უფრო ძლიერი. ეს არის ხალხის, პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების აქტორების გადაწყვეტილება, დაემორჩილონ წესებს.

და ახლა, როდესაც იურისტებს ვესაუბრები, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რა წესებზე ვსაუბრობთ, ან განვიხილავთ და რომლებია ის წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია.  მე არ ვსაუბრობ წესების შინაარსზე. მე ვსაუბრობ გადაწყვეტილებაზე, დაემოჩილო წესებს.  ეს არის ძალისხმევა, რომელიც თქვენს და ჩემს სამსახურს ხდის მნიშვნელოვანს. ეს არის ის, რაც გვრთავს ჩვენ იურიდიულ, პოლიტიკურ, სოციალურ პროცესებში.

ასე, რომ ძირითადად ეს ის არის, რასაც ვაკეთებ მე. ძირითადად ეს არის ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ერთერთი კიდევ, რასაც დავაყენებ საკითხად თქვენს წინაშე და ვკითხავ საკუთარ თავსაც განსახილველად – რა უნდა გავაკეთოთ, როგორც იურისტებმა, როგორც პოლიტიკოსებმა, როგორც საზოგადოების წევრებმა და დიპლომატებმა, რომ აღვასრულოთ ის, რომლითაც ჩვენ დაკავშირებულნი ვართ კანონებთან, რომელსაც ვქმნით და ვაწესებთ.

და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი იურისტებისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებისთვის?

იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ არ ვართ პროცესის ერთგულები. არ ვიღებთ გაუაზრებელ ან გააზრებულ გადაწყვეტილებას, რომ წერილობით მოცემული კანონი მთავარი რამაა, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობას.

თუ ჩვენ ამის ერთგულები არ ვიქნებით, აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ჩვენი მოქმედება, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი საზოგადოების წევრობა ხდება ცოტა არ იყოს აბსურდი, ცოტა განსხვავებული ან დაკავშირებული თამაშის სხვაგვარ წესებთან, რომლებიც დაწერილი არ არის, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გადაწყვეტილი ან მოფიქრებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები