ჟან ელი მალკინი: საქართველო ეტაპობრივად უნდა გადავიდეს აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ეროვნულ დაფინანსებაზე
აივ ინფექცია და ტუბერკულოზი მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ქვეყანა ეტაპობრივად, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადავიდეს ამ პროგრამების მკურნალობისა და პრევენციის ეროვნულ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მალკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, “გლობარული ფონდი” გადის რეგიონიდან,მათ შორის, საქართველოდან და მაკლინი იმედს იტოვებს, რომ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია საქართველოში, აუცილებლად გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, „გლობალური ფონდი“ გადის რეგიონიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მთავარი კი საქართველოსთვის გახლავთ, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის პროგრამების თვითდაფინანსებაზე. „გლობალური ალიანსი“ “საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, რაც ასევე მოიცავს დაფინანსების გზების მოძიებასაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ მთავრობა ისეთი რჩევებით, რომელიც მას დაეხმარება გამონახოს დაფნანსების გზები აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამებისთვის. ეს მოხდება ნაბიჯ–ნაბიჯ, არა ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს შიდა რესურსებით ამ დაავადებებთან ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ეს პროგრამები გაგრძელდება“,– განაცხადა ,,გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მაკლინმა.