13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი ნაპოვნია

13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი ნაპოვნია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა უცნობი მამაკაცის გვამი 23 აგვისტოს მდინარე მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
საგამოძიებო მოქმედებებისა და დნმ-ის ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ უცნობი მამაკაცის ცხედარი ელიზბარ ბაღაშვილს ეკუთვნის. შს სამინისტროს ინფორმაციით, დნმ-ს ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
„კვირა“ ბაღაშვილის მეგობარსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისისის ღამეს, ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა უშედეგოდ ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები