ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა გაცემული
წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა გაცემული – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის აღურიცხველობის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ წინა ხელისუფლების მაღალი რანგის თანდებობის პირების ოჯახის წევრები იყენებდნენ.
“წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი “ნარუშილოვკა” ჰქონდა გაცემული. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ხდება ამ დოკუმენტის რიგ შემთხვევებში, შესაძლო არამიზნობრივად გამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ 10-ჯერ მეტად იყო ის გამოყენებული, არამედ მისი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა ზუსტად იმ მიზნით, რომ ამით ესარგებლათ ჩემი დღევანდელი კოლეგებისა და მაშინდელი სახელმწიფო თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსნებეთ,რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები – ე.წ. ნარუშილოვკები ძალადადკარგულად გამოცხადდა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ.