ოქტომბერი მსოფლიომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა
კოალიცია “ ევროპა დონა საქართველოს“ ინციატივით, 1 ოქტომბერს, 13:00 – 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ძუძს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართება.
აქციაში სტუდენტები და ის ქალბატონები მონაწილეობენ, რომელთაც თავი დააღწიეს ამ საშინელ სენს ან ამ ეტაპზეც გადიან მკურნალობას.
“ეს იქნება ერთგვარი სტარტი – საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტები წრეს შემოარტყამენ წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტებს. მოგეხსენებათ, ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობები იმართება. სხვადასხვა დიდ ქალაქში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება, ბიზნეს კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში, სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას: ბენზინგასამართი სადგურები, სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდის მუშაობაში, პარფუმერულ მაღაზიებში კეთდება ფასდაკლების „ვარდისფერი კუთხე“ და სხვა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, მათ შორის მომღერალ ქეთი ფარესაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია, სპორტული აქტივობა კუს ტბაზე – ველომარათონი ქალბათონების მხარდასაჭერად, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო ფოტოგამოფენა – ფოტორეპორტიორები ქალბატონების დასახმარებლად, მოდების ჩვენება – სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა”, – აცხადებენ “დონა ბელა საქართველოში”.