თამაზ მეჭიაური: უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს
უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს,-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის ყოფილ ლიდერზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი.
„წასულზე უნდა თქვა ან კარგი ან არაფერი. ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი ან არაფერი გააფუჭოს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს. საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დაინიშნა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით საგანელიძის პოსტს ზვიად კვაჭანტირაძე დაიკავებს.