გიორგი მღებრიშვილი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩს იან კელის შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს. შს მინისტრი სტუმარს სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა.
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.