ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ “კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქ. თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების შემოწმება დაიწყო. მათ შორის, კეთილმოწყობის სამსახურის, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე სამგორისა და გლდანის რაიონის გამგეობების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები