ნოდარ ხადური: საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს

საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა გაზრდილი ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჯანდაცვის რეგიონულ ფორუმზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის.
„საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა გაზრდილი ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, მათ შორის, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს. მართალია, ჯერჯერობით ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ საზღვრავს ან სფეროში ქვეყნის პრიორიტეტებსა და ოპტიმალური დაფინანსების მოცულობებს. კერძოდ, დაგეგმილია გლობალური ფონდის პროგრამების თანადაფინანსების წილის 2015 წლიდან 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდა 5%-დან 75%-მდე, რაც მიუხედავად მნიშვნელოვანი მოცულობისა, უკვე გათვალისწინებულია 2016-2019 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში და სახელმწიფო მზადაა ამ გაზრდილი ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები