იან კელი: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები
მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები და იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია იამაყოს თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ.
“თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და შეიარაღებული ძალების სარდლობის წყალობით დიდი პატივი მერგო ვიყო დღეს აქ და მივიღო მონაწილეობა ამ ცერემონიალში. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები და იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობის საქმეში. საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს გახლდათ რიგითი ყულჯანიშვილი. ვამაყობ ასევე ჩვენი ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ ქართველების მხარდამხარ და წლების განმავლობაში ავღანეთში მისიაში ერთად მონაწილეობენ”, – განაცხადა კელიმ.