გიორგი მარგველაშვილი ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების აქციას შეუერთდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფოტო გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ფოტოზე ჩანს, რომ გიორგი მარგველაშვილს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, “თავისუფალი დემოკრატების” წევრს, დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს, “ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატს გიგი წერეთელს, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, ეკა ტყეშელაშვილს და სხვა რამდენიმე პირს უკრაინის დროშის ფონზე გამოსახული ნადეჟდა სავჩენკოს ფოტო უჭირავთ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად ედება რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობა, რომლებიც გასულ წელს დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები