“ყირიმის რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება“
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა .კრემლის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიხილეს.
“ყირიმის რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება“, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს განუცხადა.