კერისა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის ყირიმის რეფერენდუმთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ულტრანაციონალისტების პროვოკაციული აქციები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს და ჯონ კერის მოუწოდა, აშშ-მ უკრაინის ახალ ხელისუფლებაზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რომ მასობრივი არეულობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
ამასთან, ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ყირიმის რეფერენდუმისადმი მხარდაჭერა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯონ კერი და სერგეი ლავროვი უკრიანის კრიზისის საკითხებზე კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.