ენერგეტიკის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა

ვიცე-პრემიერი, ენერერგტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ავღანეთში დაღუპული სამხედროს პანაშვიდზე იმყოფებოდა.
კახა კალაძემ დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ვასილ ყულჯანიშვილის მსგავსი ახალგაზრდები იქნებიან. „ძალიან სამწუხაროა ის ,რაც მოხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე სანამ ასეთი ახალგაზრდები, ასეთი ვაჟკაცები იქნებიან და გაიზრდებიან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები