იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი, გაუქმდეს. ამ პრინციპით დაუჭირა კომიტეტმა მხარი დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პროექტს, რომელიც დღეს აღნიშნულ კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. კერძოდ, საბოლოოდ კენჭისყრაზე დადგა ვარიანტი, რომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დარჩეს, მაგრამ კოდექსიდან პატიმრობის ნაწილის ამოღება მოხდეს. ანალოგიური პრინციპით დაუჭირა მხარი ხაჩიძის ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები