ვახტანგ გომელაური ავღანეთში დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული მებრძოლის – ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით ასეთი გმირების წინაშე. ძალიან მძიმეა თითოეული ვაჟკაცის დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები