60 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვრისკენ მიემართება

    60 000 რუსი სამხედრო ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფებებს ქმნის და უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდება.
ამის შესახებ Главное.ua უკრაინის თავდაცვის მინისტრის იგორ ტენიუხის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ტენიუხის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობის ზრდას ასევე ყირიმში, რადგან დღევანდელი რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმაცია მოახდინოს. მისივე თქმით, ყირიმის ტერიტორიაზე 21,5 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.
“ჩრდილოეთ, ჩრდილო აღმოსავლეთ და სამხრეთის მიმართულებით უკრაინის საზღვართან, არ გამოვრიცხავ რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური ფორმირებების შექმნას. უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში პროვოკაციები გრძელდება, “ყირიმის სცენარის” განმეორების მიზნით. ამ მიმართულებებით რუსეთის საჯარისო შენაერთების რაოდენობა, შესაძლოა 60 000-ზე მეტს შეადგენდეს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები