იაცენუკი: სეპარატიზმის მომხრეებს ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ
უკრაინა იპოვის სეპარატიზმის ყველა დამცველს და პასუხისგებაში მივცემთ, ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენუკმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“უკრაინის სახელმწიფო იპოვის სეპარატიზმისა და განხეთქილების ყველა მომხრეს, რომლებიც ახლა რუს სამხედროებს ამოფარებულები ცდილობენ, უკრაინის თავისუფლება გაანადგურონ. ჩვენ ყველას ვიპოვით, იქნება ეს ერთი თუ ორი წლის შემდეგ, პასუხისგებაში მივცემთ და უკრაინისა და საერთაშორისო სასამართლოებში გავასამართლებთ. ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. მსოფლიოში არ დარჩება არც ერთი ადგილი, სადაც შეძლებენ, თავი მშვიდად იგრძნონ და რუსეთი მათ არ დაიცავს”, – განაცხადა იაცენუკმა.
ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში დილიდან რეფერენდუმი მიმდინარეობს. ნახევარკუნძულის მოსახლეობამ ყირიმის სტატუსი უნდა განსაზღვროს. გამოკითხვის შედაგად გადაწყდება ავტონომიური რესპუბლიკა შევა თუ არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.