საქალაქო სასამართლოში კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღვანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარგენითა და მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომაზე ექსპერტების დაკითხვაც იგეგმება.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, დღევანდელ პროცესზე საკუთარი მტკიცებულებების გამოქვეყნებას დაასრულებს. დრედსვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიც დაიკითხება, რომელმაც 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილების ცხედრები შეისწავლა.
დღვანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე, იური ვაზაგაშვილის ჩვენებასაც წაიკითხავს, რომელიც მან პროკურატურას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესი გაგრძელდება იმ ექსპერტის დაკითხვით, რომლის ჩვენებაც ჩვენ ბოლომდე ვერ მოვისმინეთ წინა პროცესზე. ასევე მოხდება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა და რამდნეიმე მოწმესთან მიმართებაში გვექნება შუამდგომლობა, მათი ჩვენებების საჯარო სხდომაზე წაკითხვის შესახებ იმ მიზეზის გამო, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები მათი სასამართლოში გამოუცხადებლობის. ამით ფაქტიურად ბრალდების მხარე დაასრულებს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, თუ რაიმე ტექნიკურმა ხარვეზმა არ შეგვიშალა ხელი“,- განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები