„კოპრორალები“ ქართულ პოლიტიკაში და მწერლობაში – რატომ ბილწისიტყვაობენ მამაკაცები

“კოპრორალები“ ქართულ პოლიტიკაში და ლიტერატურაში – ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქიატრიის დოქტორი, პროფესორი დავით ზურაბაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა ამ თემით, მას შემდეგ დაინტერსდა, რაც ქართულ პოლიტიკაში და მწერლობაში, გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა – „ სირი, დაშლა, ბალაყანა, კუტუ, ჭუჭულიკა, კიტრი, ყ..ე და ასე შემდეგ.
პროფესორ დავით ზურაბიშვილის განმარტებით, „კოპროლალია“ სამედიცინო ენაზე ნიშნავს ლანძღვა-გინებას, ასევე უწმაწური სიტყვების წარმოთქმის დაუძლეველ სურვილს და ეს არ არის უზრდელობა, ეს დაავადების ნიშანია.
მისი თქმით, კოპროლალია ორ ნაწილად რომ გავყოთ: ერთია ავადმყოფობა, მეორე-სოციალური პრობლემა, ჩვენს შემთხვევაში ავადმყოფობა უნდა გამოვრიცხოთ.
„ეს მწერლები ავად არ არიან! ჩვენს სტაციონარში არ წოლილან! აღსანიშნავია, რომ ადამიანის თავის ტვინი დაფარულია ქერქით, მის ქვეშ კი არსებობს ნივთიერება, სადაც აკუმულირებულია ყველა ინფორმაცია – პოზიტიურიც და ნეგატიურიც. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, მაგალითად ტურეტის სინდრომი, ასევე სკლეროზი და სიფილისი, რომლებიც კონკრეტულად ტვინის ქერქზე მოქმედებენ, კერძოდ, ამ დროს, ქერქის კონტროლი მცირდება და ადამიანის მეტყველებაში ბილწისიტყვაობა იმატებს. ოღონდ ეს პიროვნების ბრალი არ არის, ამაში დამნაშავე დაავადებაა. თან იცოდეთ: ამ დაავადების დროს, თუ ადამიანი ზოგადად, პოზიტიურია, ნაკლებად შეიგინება, მაგრამ თუ ნეგატივი ჭარბობს, მაშინ მისი უხამსი გამონათქვამები შეუძლებელია. ხომ გაგიგონიათ ასეთი ფრაზა, რა კარგი ბიჭია, მაგრამ რომ დალევს, როგორ იგინება და იფურთხებაო? ამ დროს ტვინის ქერქი ვეღარ აკონტროლებს ქერქქვეშა ნივთიერებას, იგივე ადამიანი, უკვე ფხიზელ მდგომარეობაში გიცინით და გეფერებათ. ამ დროს მას კონტროლის უნარი უბრუნდება, ანუ გარეშე გამაღიზიანებელი რაზეც იმოქმედებს, ტვინი იმ ემოციიას „ამოწევს“ ზემოთ“, – აცხადებს დავით ზურაბაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
პროფესორი ამავე ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს იმ გახშირებულ ფაქტებზე, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი ან მწერალი თავის განცხადებებში ან ნაშრომში ბილწსიტყვაობს.
„როდესაც ახალგაზრდა კაცი ბილწსიტყვაობს და ეს საკუთარი თავის, ან სხვებისადმია მიმართული, ხოლო უხამს გამონათქვამებში ძირითადად სასქესო ორგანოების, ანუ გენიტალიების სახელებია გამოყენებული, ეს უმარტივესი ასახსნელია: ემოციების გამოსახატავად მას სიტყვები არ ჰყოფნის და ამიტომ ახსენებს იმას, რაც მისთვის ნაცნობია“, – ამბობს დავით ზურაბაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები