სახალხო კრება კიევში – რა გეგმა აქვს ეროვნულ გვარდიას?
კიევში საერთო სახალხო კრებისთვის ემზადებიან. ევრომაიდანზე უკრაინელები იკრიბებიან. შეკრებილები დღეს გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ეროვნულმა გვარდიამ და ხელისუფლებამ ხვალიდან, მას შემდეგ, რაც ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი დასრულდება. დღესვე არსენ იაცენუკის ხელმძღვანელობით მთავრობის რიგგარეშე სხდომაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში დილიდან რეფერენდუმი მიმდინარეობს. ნახევარკუნძულის მოსახლეობამ ყირიმის სტატუსი უნდა განსაზღვროს. გამოკითხვის შედაგად გადაწყდება ავტონომიური რესპუბლიკა შევა თუ არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.