ტურჩინოვი ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს ეხმაურება

   ყირიმის ფსევდო რეფერენდუმი არალეგიტუმურია, მისი შედეგები კი კრემლში წინასწარ არის დაწერილი, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს.
ტურჩინოვი უკრაინის მოსახლეობისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ მოსკოვს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის ოფიციალუარად შესაყვანად და ომის დასაწყებად საფუძველი სჭირდება. მისივე თქმით, რეფერენდუმი მთლიანად ყალბია და ის ნახევარკუნძულის მოსახლეობის რელურ განწყობას არ ასახავს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რეფერენდუმი დილიდან მიმდინარეობს. რეფერენდუმი ორ შეკითხვას ითვალისწინებს: 1. მხარს უჭერთ, თუ არა ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. მხარს უჭერთ, თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლებმა ყირიმის სტატუსი უნდა განსაზღვრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები