საარჩევნო უბანზე მისულ ყირიმის დე ფაქტო პრემიერს პროტესტით დახვდნენ

    ყირიმში რეფერენდუმი გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა საკუთარი არჩევანი მეათე საშუალო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. საარჩევო ყუთთან მისული აქსიონოვის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად უკრაინის დროშა გაშალა. დე ფაქტო პრემიერი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ერთ-ერთი ინიციატორია.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რეფერენდუმი დილიდან მიმდინარეობს. რეფერენდუმი ორ შეკითხვას ითვალისწინებს: 1. მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლებმა ყირიმის სტატუსი უნდა განსაზღვრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები