ხაშურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის რაიონის სოფელ თხილნარიდან მოქალაქე 0.85 კუბური მეტრი რცხილის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ოქმი შედგა.