რუსეთმა ყირიმის შესახებ გაერო-ს რეზოლუცია დაბლოკა

   რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და ყირიმის შესახებ გაერო-ს რეზოლუცია დაბლოკა. დოკუმენტი მოუწოდებდა გაერო-ს ქვეყნებს, არ ეღიარებინათ რეფერენდუმის შედეგები. თუმცა, რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და რეზოლუციის პროექტი ჩააგდო. უშიშროების საბჭოს 15 წევრი სახელმწიფოდან დოკუმენტს მხარი 13-მა დაუჭირა, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.
როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუელმა განაცხადა, რუსეთმა გამოიყენა ვეტოს უფლება, როგორც თანმხლები ინსტრუმენტი სამხედრო ინტერვენციისთვის.
„ეს უფლება თითქმის 70 წლის წინ მიეცათ ქვეყნებს, რომლებიც აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ვეტოს დადებით რუსეთს არ შესწევს ძალა, შეცვალოს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევის გაგრძელებს აუცილებლად მოჰყვება შედეგები. რუსეთს არ შეუძლია ყირიმის სტატუსის შეცვლა. ყირიმი უკრაინის ნაწილია დღეს, ის უკრაინის ნაწილი იქნება ხვალაც და შემდეგ კვირასაც. ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნება, ვიდრე მისი სტატუსი უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიცვლება, თუ ეს ოდესმე მოხდება”, – განაცხადა სამანტა პაუელმა.
რეზოლუციის პროექტი იმის შესახებ, რომ ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს სამართლებლივი ძალა არ აქვს, ამერიკის მიერ იყო ინიცირებული. გაერო-ში ალტერნატიულ გზებზე მსჯელობენ. შესაძლოა, უკრაინის შესახებ რეზოლუცია გენერალურმა ასამბლეამ მიიღოს, სადაც მოსკოვს ვეტოს უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები