ყირიმში ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებსაც ურიგებენ

   ყირიმში საარჩვნო უბნებზე ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებსაც ურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბიულეტენები ურიგდებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საარჩევნო სიებში არ არიან.
ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმის ეგზიტპოლების პირველი შედეგები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
უკრაინული მედიის ცნობით, რეფერენდუმში ხმის მიცემისთვის 1 მილიონ 550 ბიულეტინია დამზადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები