დიღომში ძარცვა მოხდა
დიღომში ძარცვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან სოლიდური თანხა წაიღეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.