ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მთავარი თემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები იყო.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტი ,,საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისასთვის“, რომლის განსახორციელბლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და ქვეყანაში ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, რეგიონის მასშტაბით მომავლის სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, ასევე, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზას დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტის უშუალო განმახორციელებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები