პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა

საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
ღონისძიოების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტთა გამოფენა, მუსიკალური წარმოდგენა და WorldSkill-ის კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, GIZ-ის წარმომადგენლები და WorldSkills Georgia-ს გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების ბრენდირებული ავტობუსით, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სტუმრობდნენ, მოსახლეობას ხვდებოდნენ, ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს პროფესიულ პროგრამებზე და მათ შეკითხვებს პასუხობდნენ. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში ღია კარის დღეეები იმართებოდა.
კოლეჯის ბაზაზე სპეციალური საგამოფენო სივრცე იყო მოწყობილი, სადაც დაწესებულებამ საკუთარი სტენდი, ბუკლეტები, საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი და სტუდენტების ნამუშევრები წარმოადგინა.
კვირეული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პერიოდს დაემთხვა და დადებითად იმოქმედა დაინტერესებული პირების ინფორმირებულობის კუთხით. „ღია კარის“ დღეებს ესწრებოდნენ აპლიკანტები, სტუდენტები და მათი მშობლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, თვითმართველობის წარმომადგენლები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები