სოხუმიდან მოსკოვში მიმავალი მატარებელი კომბაინს შეეჯახა

სოხუმი-მოსკოვის მატარებელი კრასნოდარის მხარეში კომბაინს შეეჯახა. ავარია ვედმიდოვკის დასახლებასთან მოხდა. კომბაინის მძღოლი რკინიგზის რეგულირებად გადასასვლელზე გადასვლას იმ დროს შეეცადა, როდესაც ამ ადგილს მატარებელი უახლოვდებოდა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, ხოლო კომბაინი მატარებელმა რამდენიმე მეტრზე გადააგდო.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ როგორც სოხუმი-მოსკოვის, ასევე კიდევ ოთხი მატარებელი დანიშნულების ადგილას რამდენიმესაათიანი დაგვიანებით ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები