„სადაც რუსეთს არ გააჩნია კონტროლის შესაძლებლობა, იქ უკვე პროვოკაციას ხედავს“

სადაც რუსეთს არ გააჩნია კონტროლის შესაძლებლობა, იქ უკვე პროვოკაციას ხედავს, – ამის შესახელ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა HARDTALK-ში განაცხადა.
წამყვანი დაინტერესდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციით, იგრძნობს თუ არა რუსეთი თავს პროვოცირებულად, როდესაც დასავლეთი კიდევ უფრო მიუახლოვდება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რაზეც ხიდაშელმა უპასუხა:
„იმ უბრალო ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც რუსეთს არ გააჩნია ზეგავლენისა და კონტროლის არანაირი შესაძლებლობა, ის უკვე პროვოკაციად მიიჩნევს. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ საქართველო, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ ბრძოლის 25-წლიანი გზა, რაც შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს მისაღები. თუმცა, ეს არის ჩვენი ბრძოლა და ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ. როდესაც ნატოზე ან ევროკავშირზე საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ვსაუბრობთ, დიდი შეცდომა იქნება თუ ეს პროვოკაციად მიიჩნევა. ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ახლახან გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და დაახლოებით 5 წუთის ინტერვალით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც ცენტრის გახსნას მოსკოვის მიმართ პროვოკაცია უწოდა. გვესმის, რომ ასეთი განცხადებები გაკეთდება, მაგრამ ამან არ უნდა შეაფერხოს არც საქართველო და არც ბრიუსელი ან ნებისიმიერ სხვა ქვეყანა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები