გია ჟორჟოლიანი: პროკურატურა უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პროკურატურის რეფორმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებები პროკურატურაში გამჭვირვალობას და ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჟორჟოლიანმა საჭიროების შეთხვევაში პროკურატურაში პერსონალისტური ცვლილებებიც არ გამორიცხა.
„პროკურატურის რეფორმა არის წინ გაგადგმული ნაბიჯი პროკურატურის მუშაობის გამჭვირვალობისაკენ. მე მგონია, რომ ის ცვლილებები, რომლებიც პროკურატურის შესახებ კანონში განხორციელდა, პროკურატურის მეტ გამჭვირვალობას და ვიმედოვნებ, რომ ეფექტურ მუშაობასაც ხელს შეუწყობს. ცვლილებები პროკურატურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას გაზრდის და უფრო ეფექტურს გახდის მექანიზმებს, რომლებითაც პროკურატურა იმუშავებს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ეფექტურობას და გამჭვირვალობას. მგონია, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები განსახორციელდება. აქ მხოლოდ პერსონალისტურ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, შესაძლოა, ესეც იყოს საჭირო, მაგრამ ის, რომ პროკურატურა უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს, ეს უეჭველია“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.