დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურის ფოიეში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა – ამის შესახებ „კვირას“ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა. „დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“,- განუცხადეს „კვირას“ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში ნიკა ბ-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა.
დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები