ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, მაჩაბლის, ბაქრაძის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ ზურგოვანის, სოფელ მუხათგვერდის, აღმაშენებლის ხეივნის 12 კმ-ის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საბურთალოს, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ოთარ ჭილაძის, ბახტრიონის, ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ბორჯომის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სახალხოს, დოდაშვილის, ჩკალოვის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიაშვილის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები