ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ქაგადიძეს ხვდება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდიც ესწრება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხია.
მონაწილეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.