გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა
საბურთალოს რაიონის გამგეობაში შესული წერილების საფუძველზე შპს ” თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავა.
თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება “თბილსერვის ჯგუფის” პასუხისმგებლობა არ არის, “თბილსერვის ჯგუფის” ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები განახორციელა.
მიწისქვეშა გადასასვლელში დასუფთავების სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელიც “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობის