ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ჩართული მოხელეებისთვის სემინარი გაიმართება
21-25 სექტემბერს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ჩართული მოხელეებისთვის სემინარი ჩატარდება.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის -„შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (CABIR)” მხარდაჭერით ხორციელდება.
სემინარის მიზნია მონაწილეთა შესაძლებლობის გაძლიერება პროექტის ციკლის მართვის (Project Cycle Management) და საპროექტო დოკუმენტაციის (Twinning Fiche, ToR) მომზადების პროცედურებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ოფისში იმართება (GFSIS) და მასზე გათვალისწინებულია 50-მდე საჯარო მოხელის დასწრება.
სემინარს ჩაატარებს მოწვეული ევროპელი ექსპერტი სტეფანიე ჰორელი. სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.