გორში 35 წლის მამაკაცი ხევში გადაჩეხილი იპოვეს

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 35 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა ხევში გადაჩეხილი ნახეს. აღნიშნული შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები