ზურაბ გამეზარდაშვილმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა (ფოტოკოლაჟი)
შს მინისტრის მოადგილემ, პოლიციის გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პატრულ – ინსპექტორ ირაკლი ს-ს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზურგიდან თავს დაესხა ბრალდებული, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვას შეეცადა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს, დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური მკურნალობა უტარდება.