ბექა ბასილაია: გიგი უგულავა მხნედაა და ბრძოლის განწყობაზეა

გიგი ძალიან მხნედაა, ძალიან პოზიტიურად განწყობილი და არის ბრძოლის განწყობაზე, – ამის შესახებ უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, გიგი უგულავა გაიმარჯვებს და დატოვებს საპატიმროს.
“ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმით ვეცდებით, რომ გიგი უგულავა დავიხსნათ ამ უკანონო პატიმრობისგან. თვითონ ძალიან მხნედაა, ძალიან პოზიტიურად განწყობილი და არის ბრძოლის განწყობაზე. აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ობიექტური სასამართლოს პირობებში ჩვენ გავიმარჯვებთ” , – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები