“თბილისი – 2015” – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 65 144,8 ათასი ლარი დაიხარჯა

“თბილისი – 2015” – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ბიუჯეტიდან 2015 წელს სულ გამოეყო 65 144,8 ათასი ლარი – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ოლიმპიური ფესტივალის საერთაშორისო დონეზე გაშუქებისა და პოპულარიზაციისათვის დამატებით 3 118,3 ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო.
აღნიშნული თანხა გამოიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 სექტემბრის №2003 განკარგულებით, რომელიც უკვე ასახულია ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტში და, შესაბამისად, საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს ამ თანხის გადარიცხვას.
როგორ მერიაში აცხადებენ, რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, მიმდინარეობს აღნიშნული დავალიანებების დაზუსტება და უახლოეს პერიოდში მათი სრულად დაფარვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები