დიმიტრი ქუმსიშვილი იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
შეხვედრას დაესწო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი.
მხარეებმა საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განსაკუთრებული აქცენტი ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტუმარს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა: მხარეებმა ორი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “კვირას” აცნობა, საუბარი წარიმართა ბიზნესფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები