გიორგი პაპუაშვილის სახლთან მორიგი აქცია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან მორიგი აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია, “პროგრესული საქართველოს” წევრები გიორგი პაპუაშვილის გადადგომას ითხოვენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლის, ბექა გაბუნიას განცხადებით, პაპუაშვილმა გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები დაიცვა როგორც ისინი აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიკერძოებულია.
“წარსულიდან გამომდინარე და თავიდან ბოლომდე გათვალისწინებით მისი “ბეგრაუნდისა”, აბსოლიტურად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს ყველაფერი განპირობებული იყო სწორედ იმ მეგობრობით, რომელიც მას წლების განმავლობაში აკავშირებდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და აკავშირებს დღემდე”, _ განაცხადა აქციის მონაწილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები