ჯანდაცვის სამინისტრომ ვაკანსიის კვირეულის ჩატარების თარიღი გამოაცხადა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ვაკანსიების კვირეულის ჩატარების თარიღი უკვე ცნობილია. უწყების ინფორმაციით, კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა რეგისტრაცია გაიარონ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვაკანსიების კვირეული ჩატარდება თბილისში 2015 წლის 22-23 სექტემბერს, 12.00 -დან 16.00-მდე.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, “ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრი” (აგრარული უნივერსიტეტის გვერდით). ასევე, თელავში 25 სექტემბერს ვაჟა -ფშაველას სახელობის თეატრის შენობა – ერეკლე II მოედანი. № 7.