პატრიარქი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისა, – ასე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მართმადიდებელ სამყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღე.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული დღეა ქართველი ხალხისთვის.
“ეს არის განსაკუთრებული დღე ქართველი ხალხისთვის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისა. ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო, რომ გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები