მიხეილ სააკაშვილმა ყირიმის ბლოკადა დაგმო

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო უკრაინელი რადიკალების მოქმედება, რომლებმაც ყირიმისკენ მიმავალი გზები დაბლოკეს. როგორც სააკაშვილმა „ექსპრეს ტვ“-სთან ინტერვიუში განაცხადა, არასამთავრობო ფორმირებების მოქმედება თავად უკრაინისთვის არის საშიში.
„სახელმწიფომ არავის არ უნდა გადასცეს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ამ ადამიანებმა შეიძლება თქვან – ჩვენ ვართ ხელისუფლება, ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს, დავხურავთ აფთიაქს, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს. მოდით, ახლა აქაც დავამყაროთ წესრიგი“, – ამბობს სააკაშვილი.
წინა დღეს რადიკალმა აქტივისტებმა, „მემარჯვენე სექტორის“ წევრებთან ერთად, ყირიმში მიმავალი გზები დაბლოკეს. ისინი ყირიმში სურსათით დატვირთულ ტრაილერებს არ უშვებენ. თავიანთ ქმედებებს პიკეტის მონაწილეები „მშვიდობიან ბლოკადას“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები