მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი აღიმართა
მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.
მანამდე კი, მახათას მთაზე შეკრებილმა მრევლმა ერთხმად აღავლინა ლოცვა: “კურთხეულო ღვთისმშობელო”.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავისთვის, 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იგეგმება.