ნოდარ ხადური ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას.
მინისტრის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის გამყარება.
„ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია,“ – აღნიშნა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ.
„მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ,“ – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები